საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტატიების მიღება სტუდენტთა სამეცნიერო ჟურნალში "სტუდენტური წელიწდეული - ჰუმანიტარული კვლევები"

ცხადდება სტატიების მიღება სტუდენტთა სამეცნიერო ჟურნალის „სტუდენტური წელიწდეული - ჰუმანიტარული კვლევები“ მეოთხე ნომრისათვის.

ჟურნალის მიზანია, ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული მეცნიერებებით სტუდენტების დაინტერესებას და მათი მიღწევების პოპულარიზებას. ჟურნალი გამოდის წელიწადში ერთხელ. მასში წარმოდგენილია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ყველა დარგი. ჟურნალში იბეჭდება სტუდენტური გამოკვლევები.

სტატიის მიღების წინაპირობაა:
·ავტორი უნდა იყოს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი (ბაკალავრი ან მაგისტრანტი);
·პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის, წერილობითი დასკვნა, რომ სტატია აკმაყოფილებს ჟურნალის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და წარმოდგენილი სახით  შეიძლება დაიბეჭდოს.

განაცხადის მიღების  ბოლო ვადაა 2018 წლის 25 დეკემბერი.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვებგვერდზე: http://asj.tsu.ge

გთხოვთ მასალები გამოაგზავნოთ  შემდეგ მისამართზე: asj@tsu.ge

საკონტაქტო პირი: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი - თსუ პირველი კორპუსი, 204-ე ოთახი. ტელ. 2 22 11 01. 225


თარიღი: 09/11/2018